პროექტის სახელწოდება
|
მიუწვდომელ ადგილამდე მანძილის გაზომვა.
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიუწვდომელ
ადგილამდე მანძილის გაზომვა.
|
პროექტის აქტუალობა
|
შესაძლებელია საჭირო გახდეს მთების,ეკლესიების,მაღალი შენობების სიმაღლის
დადგენა, ან მდინარეების და ჭაობების სიგანის განსაზღვრა.
|
პროექტის მიზანი
|
შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება
|
მონაწილეთა ასაკი
|
15წელი - Xკლასი
|
ხანგრძლივობა
|
4 დღე
|
მოსალოდნელი შედეები
|
მოსწავლეები შეძლებენ ნებისმიერი მიუწვდომელი ადგილების გაზომვას, საზომი
ხელსაწყოების გამოყენებას, ტრიგონომეტრიული ცხრილების გამოყენებას,პრეზენტაციის გაკეთებას.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კომპიუტერი,კუთხის მზომი ხელსაწყო,საზომი ლენტი,საწერი ფურცლები, ფანქრები,
2სოლი.
|
პროექტის მსვლელობა
|
1დღე-ვიხსენებთ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს,განმარტებებს, მნიშვნელობებს,მსგავს
სამკუთხედებს..
2დღე-ვხსნით სინუსების თეორემას და ვიყენებთ ამოცანის ამოხსნისას.
3დღე-გავდივართ, სკოლის მახლობლად, მდინარის პირას და ვემზადებით მდინარის
სიგანის გასაზომად.ამისათვის ვირჩევთ გაღმა ნაპირზე რაიმე ობიექტს(რომლის მიმართ
ვახდენთ დაკვირვებას), მეორე ნაპირზე(რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია)ჩავამაგროთ
სოლი. ავარჩევთ ნებისმიერ ადგილს იქაც ჩავამაგრებთ სოლს(სოლებს შორის მანძილის გაზომვა
მოსახერხებელია).შეიქმნება წარმოსახვითი სამკუთხედი.გავზომავთ,კუთხეებს, სოლებს შორის
მანძილს და მის მზგავს სამკუთხედს გადმოვიტან ქაღალდძე.სინუსების თეორემის გამოყენებით
გამოვსახავთ უცნობ გვერდს ცნობილი გვერდითა და კუთხეებით.ვიყენებთ ტრიგონომეტრიულ
ცხრილებს და კომპიუტერს გამოთვლებისათვის.
4დღე-მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
მოსწავლეები მიეჩვევიან მათემატიკის სწავლებაში ისტ-ს გამოყენებას გაზომვების
ჩატარებას.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
შორენა ღლონტი
|
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
|
shorena66@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი
|
http://shorena66.blogspot.com/
|
shorena
вторник, 9 сентября 2014 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)